§ პროექტის სახელწოდება: შინაური ცხოველები
§ პროექტის მთავარი თემა: რატომ უვლის და პატრონობს ადამიანი შინაურ ცხოველებს?
§ პროექტის აქტუალობა:
პროექტი
განამტკიცებს მოსწავლეთა ცოდნას შინაური ცხოველების შესახებ, განუვითარებს საგანზე
დაკვირვების, მისი აღწერის უნარს. პროექტი მოსწავლეს დაეხმარება თავისი აზრის, შთაბეჭდილების
გადმოცემის, თხრობის უნარის განვითარებაში, საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.
§ პროექტის მიზნები:
პროექტის
მთვარი მიზანია მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ცოდნა გარესამყაროს შესახებ.
მოსწავლეები
საფუძვლიანად გაეცნობიან შინაური ცხოველების თვისებებს, მათი ცხოვრების ნირს, იმას
თუ რა სარგებლობა მოაქვთ მათ ადამიანისთვის, როგორ უვლიან ადამიანები შინაურ ცხოველებს.
პროექტზე
მუშაობის შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ ასაკის შესაბამისი კვლევის, შემოქმედებითი,
თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.
შეეჩვევიან
მომავალი სამუშაოს დაგეგმვას, თანაკლასელთან, მასწავლებელთან თანამშრომლობას პრაქტიკული
სამუშაოების შესრულებას, გეგმის პუნქტების შესრულებისათვის დროის განსაზღვრას, შესრულებული
სამუშაოს შესახებ ინფორმაციის ვერბალური სახით მოცემას, წერითი სამუშაოების, ჩანახატების
შესრულებას სოფელში, ზოოპარკში, კინო და ვიდეო მასალებზე, ცხოველებზე დაკვირვებით,
წიგნებში ტექსტების შინაარსის გაცნობით გაიმდიდრებენ, განივითარებენ მიღებულ ცოდნას
და შეეცდებიან რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ იგი.
§ მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
§ ვადები:
ერთი თვე
§ მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები
რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის
განხორციელების შედეგად შეიქმნება ალბომი, რომელშიც მოთავსებული იქნება მოსწავლეთა
ნახატები, ცხოველების სურათები მათი გარეგნობის და ყოფა-ცხოვრების აღწერით. ჩაწერილი
იქნება გამოცანები, მცირე მოცულობის ტექტსები, რებუსები და კროსვორდები, პლაკატი სურათებით
ბავშვების მეგობრობაზე შინაურ ცხოველებთან.
§ პროექტისათვის დაჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტის
განხორციელებისათვის მოსწავლეები გმაოიყენებენ: ფერად ფანქრებს, თაბახის ფურცლებს,
სახატავ ალბომს. ისარგებლებენ ილუსტრირებული ხმოვანი წიგნებით, სახელმძღვანელოებით
- ჩვენი გარემო III კლასი,
ავტ. ლ. შალვაშვილი, მ. მაჭავარიანი. ბუნება II კლასი, ავტ. ნ. დარჩაშვილი, ლ. კარდენახიშვილი.
მშობლებთან
თანამშრომლობით ბავშვები გამოიყენებენ ფოტოაპარატს, გადაიღებენ სურათებს ალბომებისათვის.
მასწავლებელი
აძლევს მითითებებს თუ სად და როგორ მოიძონ კონკრეტული წყაროები, თვალსაჩინოებები. ამოწმებს
რა ტექტებს, განსაზღვრავს მათ მოცულობას, მოსწავლეთა საწარმოთქმო უნარ-ჩვევებს.
§ პროექტის მსვლელობა:
პროექტის
თემის შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები. კითხვების საშუალებით გავარკვევ
რა შეისწავლეს, რა გაიგეს. მოსწავლეები გაიხსენებენ რა თემაზე მუშაობდნენ, რა იციან
ამ თემის გარშემო. მასწავლებელი აძლევს რამდენიმე კითხვას, მოსწავლეები პასუხობენ,
შემდეგ თვითონ სვამენ კითხვებს. ბოლოს შეარჩევენ მათთვის საინტერესო ერთ კონკრეტულ შეკითხვას. მასწავლებელი ითვალისწინებს
რა მოსწავლეთა შესაძლებლობებს, სურვილს, ყოფს კლასს წყვილებად. ორი წყვილი ინდივიდუალურად
იმუშავებს. თითოეული ჯგუფი და ერთი მოსწავლე სამუშაოდ აირჩევს რომელიმე ცხოველს.
თითოეულ
ჯგუფს მასწავლებელი ეხმარება სამუშაო გეგმის შედგენაში, აძლევს მითითებებს, ანაწილებენ
სამუშაოს: ვინ, რას და როდის გააკეთებს. მოსწავლეები ხატავენ და აკეთებენ წარწერებს.
მითითებული საგნებიდან არჩევენ ტექსტს, მასწავლებლის კითხვებზე პასუხობენ და ნახატებს
უკეთებენ წარწერებს.
სოფელში
შაბათ-კვირას ყოფნის დროს აკვირდებიან შინაური ცხოველის ცხოვრებას. მშობლის ან საკუთარი
ფოტოაპარატით იღებს სურათებს. ცხოველის საცხოვრებელი ადგილის, მისი კვების, ჯანმრთელობის
მდგომარეობის, მისი მოხერხებულობის შესახებ და ა.შ. ვიდეო მასალა ცხოველების უნარზე, მათ ჭკუასა და
მოხერხებაზე.
შეგროვილი
მასალისგან შედგება ალბომი სახელწოდებით: „შინაური ცხოველები“. ჯგუფმა მასწავლებლის
დახმარებით (რადგან მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობისანი არიან) უნდა მოამზადონ
ზეპირი პრეზენტაცია.
პრეზენტაცია
ჩატარდება პარალელური კლასის მოსწავლეებისა და საგნის მასწავლებლის წინაშე.
პროექტზე
მუშაობა შეფასდება შეფასების რუბრიკის შესაბამისად; ფასდება პროექტის განხორციელება
და მიღწეული შედეგები, მოსწავლეთა უნარი ვერბალურად მოგვითხრონ ჩატარებული მუშაობის
შესახებ (მოკლე ინფორმაცია შესრულებულ საქმიანობაზე).
§საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი.
სასწავლო პროექტზე მუშაობის დროს გათვალისწინებულ იქნება, როგორც აუდიო-ვერბალური რეაბილიტაციის, ისე ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები ქართული ენისა და ბუნებისმცოდნეობისადმი.
სასწავლო პროექტზე მუშაობის დროს გათვალისწინებულ იქნება, როგორც აუდიო-ვერბალური რეაბილიტაციის, ისე ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნები ქართული ენისა და ბუნებისმცოდნეობისადმი.
პროექტის ხელმძღვანელი: ნონა ინგოროყვა
ელ. ფსტა: nonaingoroyva@gmail.com
პროექტის ვებ_გვერდი ბლოგი: nonaingoroyva.blogspot.com
მომეწოჰა შესრულებული სამუშაო.თემა ძალიან საინტერესოა. თემა პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას.
ReplyDelete